პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასწაულ სკანდალში გაეხვა - მდინარაძე

06.04.24 12:31
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასწაულ სკანდალში გაეხვა - მდინარაძე

პრეზიდენტის ლიეტუვაში დაბლოკილი ვიზიტი - უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი "სასწაულ სკანდალში გაეხვა", რადგან პრეზიდენტმა ვიზიტზე ნებართვა იმ მუხლით ითხოვა, რომელსაც თავად საკონსტიტუციო სასამართლოში არ აღიარებდა.

„პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სასწაულ სკანდალში გაეხვია, იურიდიული სკანდალი დავარქვათ ამას. იცით რომელი მუხლით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას? მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, სალომე ზურაბიშვილმა ნებართვა იმ მუხლით სთხოვა, რომელზეც ამბობდა, რომ - „ამ მუხლით ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო“. სხვა მუხლზე აპელირებდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ანუ ის მუხლი და პუნქტი მიუთითა, რომელსაც არ აღიარებდნენ. იმიტომ რომ, ეს არ არეგულირებს, პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ ვიზიტისო. ანუ, ამ ერთი ჩანაწერით აღიარეს, რომ სიცრუე და სრული „ფეიკი“ იყო, მთელი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“. - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტის ვიზიტების დაბლოკვა ირაკლი კობახიძემაც დაიწყო - საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. ირკვევა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თანხმობისთვის მთავრობას 27 მარტს მიმართა, თუმცა მთავრობის განკარგულებით, ვიზიტზე უარი ეთქვა.

მსგავსი სიახლეები