გია ვოლსკი გიორგი გახარიას შუბლზე ძარღვგაწყვეტილს უწოდებს

07.07.21 18:20
გია ვოლსკი გიორგი გახარიას შუბლზე ძარღვგაწყვეტილს უწოდებს

,,ვერ ვხსნი, რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას"- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციაში გადასული ექსპრემიერის განცხადებას. ვოლსკის თქმით, გახარია არის პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი.

ძალადობა რომ ძალადობას შობს, ამას დაგიდასტურებთ. მაგრამ რა შობს ასე შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი. ვინაიდან ძალადობა არ არის ის თემა, რაც ახასიათებს ამ ხელისუფლებას. მათ შორის ხელისუფლებას გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც. მას შემდეგ სახელმწიფოში მიდგომა არ შეცვლილა. თუ მის პოლიტიკას სჭირდება ასეთი განცხადებების კეთება, ამასთან დაკავშირებით, შეიძლება, გვქონდეს კომენტარი, რაც მის განცხადებაში დევს: ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი, რომელიც მომავალ თაობებს უნდა ასწავლო, როგორ არ უნდა მოიქცე, როცა პოლიტიკურ პოზიციებს იცვლი.- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ,,სახელმწიფო ჩამოშლილია და  ეს იყო უუნარობის გამოხატულება".