"დამალვა, მალვა და ბნელი ღამე სჭირდება ქურდს" - ხუნდაძე რუსულ კანონზე

06.04.24 13:31
"დამალვა, მალვა და ბნელი ღამე სჭირდება ქურდს" - ხუნდაძე რუსულ კანონზე

"დამალვა, მალვა და ბნელი ღამე სჭირდება ქურდს" - "ხალხის ძალის" ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ღიაობა დემოკრატიის საფრთხე არ არის.

ხუდნაძე ვერ ხვდება რატომ დაარქვეს კანონს რუსული და რატომ არ უნდა მიიღოს ის მმართველმა გუნდმა.

ამ პროცესის წინააღმდეგ იმავეს რუსულია აღარ იმუშავა. როდესაც მას რუსული დაარქვეს, მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და არავის ამაზე პასუხი არ აქვს. ეკითხები ოპოზიციას, თუ რა არის რუსული და გეუბნებიან, რომ ზეთი გაძვირდა. გამჭვირვალობა, ღიაობა არ არის დემოკრატიის საფრთხე და დამალვა, მალვა და ბნელი ღამე სჭირდება ქურდს და მას, ვისაც დასამალი აქვს. არასამთავრობო სექტორი რომ ითხოვს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გაზომვას და თავად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ უარს საკუთარი კეთილსინდისიერების გამჭვირვალობაზე, სწორედ ეს არის უდიდესი ტყუილი და დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ის უნდა იდგეს ცალ ფეხზე", - ამბობს ხუნდაძე.

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.

"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები