"იმდენს იზამს, მამამისს დააჭერინებს" - ბესიკ დონაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
როგორ გახდა ერთ წელიწადში ექსპრემიერი პენსიონერი მამა მილიონერი - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი გამოძიების შემდეგ ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. "ევროპული საქართველოს წევრის და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაზე პირდაპირ ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ფული არა მისი ბიზნესით, არამედ პოლიტიკური გვალენებით იშოვა. მისი თქმით, ექსპრემეირი ახლა ფულის გათეთრებას ცდილობს და ამიტომ ტარიელ ღარიბაშვილს იშველიებს.
მამამისს ფული არ უშოვია მისი ბიზნესით. ფული იშოვა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი პოლიტიკური გავლენებით და შესაბამისად, ამ ფულის გათეთრება სჭირდება და ახლა ყველაფერს აბრალებს მამამისს. იმდენს იზამს, რომ მამამისს დააჭერინებს. ყველა თანამდებობაზე, რომელიც ეკავა ღარიბაშვილს, ამ თანამდებობას იყენებდა მისი პირადი გამდიდრების მიზნით და ეს დადასტურეულია საჯარო სივრცეში არსებული დოკუმენტაციით. რომ წარმოიდგინოს მოსახლეობამ, როდესაც საშუალება იქნება, რომ ამ საქმეებს გამოძიების უფლებებით მიუდგე, ანუ ისეთი დოკუმენტები მოიძიო, რომლებიც ახლა არ არის საჯარო, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან ბევრი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი, - ამბობს ბესიკ დონაძე.
"შაბათის ეთერმა" ირაკლი ღარიბაშვილის ტრანსნაციონალური ბიზნესი აღმოაჩინა. გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მამამ ფრანგულ კომპანიას საკუთარი ღვინის საწარმო წელიწადში ორ მილიონ ლარად ათი წლით მიაქირავა.