დაუჭერს თუ არა სონღულაშვილი რუსულ კანონს მხარს? - რას ამბობს დეპუტატი, რომელმაც წინა წელს კანონი "ოცნების" შეცდომად გამოაცხადა
რას გეგმავენ რუსული კანონის მხარდაჭერასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ის დეპუტატები, ვინც გასულ წელს კრიტიკულად შეაფასა კანონპროექტი? - "პირველებმა" კითხვა დაუსვა დავით სონღულაშვილს, რომელმაც გასულ წელს რუსული კანონი სოციალურ ქსელში "ოცნების" შეცდომად გამოაცხადა, თუმცა პოსტი მალევე წაშალა.
ჟურნალისტი: რუსულ კანონზე დაწერეთ პოსტი, წელს ამ კანონს მარტივად დაუჭერთ მხარს? მწვანე ღილაკს თითს მიაჭერთ?
დავით სონღულაშვილი: გთხოვთ, გამიშვათ, მეჩქარება შეხვედრაზე, დაგვიანებით მივდივარ ისედაც.