კინწურაშვილი: პრემიერს ვურჩევდი, გაერკვეს, რა არის ცენზურა და როგორია Meta-ს პლატფორმებზე კონტენტის მოდერაცია

08.04.24 13:24
კინწურაშვილი: პრემიერს ვურჩევდი, გაერკვეს, რა არის ცენზურა და როგორია Meta-ს პლატფორმებზე კონტენტის მოდერაცია

პრემიერის თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე Facebook-ზე "ოცნების" პროპაგანდისტული ინფორმაციის დაბლოკვის გამო - კობახიძის ბრალდებებს თამარ კინწურაშვილი ეხმაურება. მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი პრემიერს ურჩევს გაერკვეს, რას ნიშნავს ცენტურა და როგორ ხდება ინფორმაციის გაფილტვრა Meta-ს პლატფორმაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩევდი, რომ გაერკვეს, რა არის ცენზურა და გაერკვეს, როგორია Meta-ს პლატფორმებზე კონტენტის მოდერაცია. ერთადერტი რამ შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროა, როცა ამ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს ხელმძღვანელობს და არ აქვს წარმოდგენა იმ მექანიზმებზე, რომელიც დეზინფორმაციასთან და საზოგადოების მედეგობასთან დაკავშირებით დემოკრატიულ საზოგადოებებში მოქმედებს. ჩვენ ვანიჭებთ სხვადასხვა პოსტებს სტატუსს, სტატიის საფუძველზე, განცხადებები იმის შესახებ, რომ ის პოსტები დაიბლოკა ან წაიშალა, არასწორია, სანქციებს მიმართავს სხვადასხვა დარღვევაზე, მათ შორის საზოგადოებრივი სტანდარტების, რომელიც ამ პროგრამის მიღმა არის თვითონ მეტა. ვხელმძღვანელობთ გამჭვრივალობის და ანგარიშვლადებულების პრინციპებიდან გამომდინარე ერთადერთი მიზნით, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია,“ - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

Facebook-ზე "ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების მიერ რუსული კანონის პროპაგანდისტული ინფორმაციის გაზიარებას და შემდეგ Facebook-ის მიერ ყალბ ინფორმაციად მონიშვნას პრემიერი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. პრემიერი რამდენიმე ორგანზაციას და კონკრეტულ პირებს გამოყოფს და მათ ადანაშაულებს ინფორმაციის დაბლოკვაში. 

მსგავსი სიახლეები