ქუთაისში ფოსტის შენობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა

08.04.24 14:05
ქუთაისში ფოსტის შენობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა

ქუთაისში "საქართველოს ფოსტის" შენობაში ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ბრიგადა და პოლიცია.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, შენობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

ფოსტის შენობაში ხანძარი პირველად 3 აპრილს გაჩნდა. ისტორიულ შენიბაში განთავსებულია "საქართველოს ფოსტაც". ცეცხლი შენობის მეორე სართულზე იყო, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი. 

მსგავსი სიახლეები