"ბავშვს რომ აძლევთ ფულს, სად დახარჯა ხომ გაინტერესებთ?" - "ოცნების" მიწვეული ორგანიზაციიდან ვინ ემხრობა და ვინ არა რუსულ კანონს
რუსული კანონის პრეზენტაცია პარლამენტში - "ქართული ოცნების" ორგანიზებულ შეხვედრას რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი არ ემხრობა. როგორც ამბობენ, ისინი რუსული კანონის მიღებას არ ემხრობიან.
შეხვედრაზე ოცნებას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები არ მიუწვევია. ღონისძიებაზე დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი ემხრობა შემოწმებას და "ოცნების" ინიციატივას ადარებს მშობლისა და შვილის ურთიერთობას.
იყო ფართო განხილვა, კიდევ აპირებენ ამაზე საუბარს, მე ვაფიქსირებ პირად დამოკიდებულებას - ცალსახად არ ვემხრობი ამ პროექტს, - ამბობს ნონა ხანგოშვილი.
ერთ-ერთი შეკითხვა დავსვი - რა შეიცვალა შარშანდელ კანონთაბნ შედარებით, გარდა იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი დაექრვა, მიპასუხეს, რომ შეიცვალა სახელი... ვემხრობი ზოგადად, მაგრამ ხომ დაისვა კითხვები, რომლებსაც განიხილავენ,“ - ამბობს ერთ-ერთი დამსწრე.
ბავშვს რომ აძლევთ ფულს, როგორ ხარჯავს, სად დახარჯა ფული ხომ გაინტერესებთ, მე თუ ვიღაც კონტროლს მიკეთებს, კი ბატონო, მე ვარ კანონმორჩილი, მე ვეთანხმები, ვიღაც ამბობს არა,“ - ამბობს ერთ-ერთი დამსწრე.
"ქართული ოცნება" პარტიული აქტივის იმედზე დარჩა - რუსული კანონის პრეზენტაციაზე ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში ადგილები მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა პირებმა შეავსეს.