რუსული კანონის განხილვა პარლამენტში პარასკევიდან დაიწყება
პარლამენტის ბიურომ ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონი დაარეგისტრირა. კანონპროექტს 12 აპრილს, პარასკევს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
ბიუროს სხდომა კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ბიუროს სხდომას შალვა პაპუაშვილის ნაცვლად გიორგი ვოლსკი უძღვება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფება.
ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ კითხვები სამთავრობო გუნდთან - აინტერესებთ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ოცნების" წარმომადგენლებს შეახსენეს წინა წელს გაცემული დაპირება, რომ ისინი კანონპროექტს აღარ დაარეგისტრირებდნენ პარლამენტში, თუმცა ერთი წლის თავზე მმართველმა პარტიამ პირობა დაარღვია.