რუსულ კანონს პარლამენტში 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს განიხილავენ

08.04.24 18:23
რუსულ კანონს პარლამენტში 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს განიხილავენ

იურიდიული კომიტეტის სხდომა 15 აპრილამდე გადაიდო - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა,  ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თავდაპირველად, რუსული კანონის განხილვა პარასკევს, 12 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც გაირკვა, კანონპროექტის განხილვა მომავალი ორშაბათიდან დაიწყება.

იქიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტით გათვალისწინებულია შესაბამისი ვადები, რა ვადებშიც უნდა იქნეს დაწყებული ამ კანონპროექტის განხილვა და ხვალ არის დასვენების დღე, ჩვენ არსად არ გვეჩქარება - არ გვინდა, რომ სასპეკულაციო სივრცე ვინმეს მიეცეს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული არა უადრეს 3 დღისა, ნიშნავს თუ არა პარასკევს, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ასეთი სასპეკულაციო სივრცე არავის არ ჰქონდეს და ჩვენ ამ საკითხის საკომიტეტო განხილვას დავიწყებთ ორშაბათს,“ - ამბობს ოხანაშვილი.

12 აპრილს, როცა კანონპროექტზე მსჯელობა უნდა გახსნილიყო პარლამენტში, ემთხვეოდა ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტს, რა დროსაც ის ოლაფ შოლცს უნდა შეხვდეს.

 

მსგავსი სიახლეები