რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის დღეს პრემიერი გერმანიაში ოლაფ შოლცს შეხვდება

08.04.24 17:07
რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის დღეს პრემიერი გერმანიაში ოლაფ შოლცს შეხვდება

პარასკევს, როდესაც პარლამენტში რუსული კანონის განხილვა დაიწყება, პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიაში იქნება ოფიციალური ვიზიტით. ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება.

სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს მოუწევს საუბარი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ხელმეორედ დაიწყოს პარლამენტში მსჯელობა რუსულ კანონზე. ის, რომ გერმანიაში რუსული კანონის მეორე ჯერზე ინიცირებას კრიტიკული შეფასება მოჰყვა, ეს ჩანს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მიერ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში. სებასტიან ფიშერი ამბობს, რომ პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გარდა ფიშერის განცხადებისა, გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე, კრისტიანე ჰოფმანი მიანიშნებს, რომ თუ საქართველოსს ხელისუფლებაააა რეფორმების შესრულებას არ განაგრძოობს და არ იტყვის უარს სადავო კანონზე, შესაძლოა ქვეყანა ევროკავშირის წევრი კიდევ დიდხანს ვერ გახდეს.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცი ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

2024 წლის 12 აპრილს ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები