"სინანულით ვუყურებთ, რომ საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კვლავ ხდება მისი განხილვა" - ჰოფმანი "რუსულ კანონზე"

06.04.24 11:15
"სინანულით ვუყურებთ, რომ საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კვლავ ხდება მისი განხილვა" - ჰოფმანი "რუსულ კანონზე"

რუსული კანონისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭებით ოფიციალური ბერლინი გაკვირვებულია. ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში საკუთარი გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის, "ოცნების" ხელისუფლებას უთვლის, რომ საკუთარი დაპირება გაიხსენონ, როდესაც რუსული კანონი უკან გაიწვიეს.

გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე, კრისტიანე ჰოფმანი მიანიშნებს, რომ თუ საქართველოსს ხელისუფლებაააა რეფორმების შესრულებას არ განაგრძოობს და არ იტყვის უარს სადავო კანონზე, შესაძლოა ქვეყანა ევროკავშირის წევრი კიდევ დიდხანს ვერ გახდეს.

"ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონის განხილვა კვლავ ხდება...ქვეყანა ევროკავშირის რეფორმების გზაზე დგას და იცის, რომ პრესის თავისუფლება და დემოკრატია კავშირის ფუნდამენტური კომპონენტებია," - ამბობს ჰოფმანი.

როგორც DW წერს, სავარაუდოდ, 12 აპრილს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი უმასპინძლებს და მხარეები ორმხრივი ურთიერთობების, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ. DW-ს თქმით, დიდი ალბათობით განხილვის თემა "რუსული კანონიც" იქნება. 

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.

"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.