ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ღიად თქვა, რომ არ უნდათ ევროკავშირი - ვაშაძე

08.04.24 22:44
ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ღიად თქვა, რომ არ უნდათ ევროკავშირი - ვაშაძე

"ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ღიად თქვა, რომ არ უნდათ ევროკავშირი", - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.

"გამარჯვების კოალიციის" ერთ-ერთი ლიდერი ირწმუნება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლა ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული, რასაც ვაშაძის თქმით, მმართველი ელიტის მიერ ქვეყნის გაღატაკების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა ეწოდება.

ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ღიად თქვა, რომ არ უნდათ ევროკავშირი. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირი არის თავისუფალი სიტყვა, დემოკრატია, სადაც მონოპოლიები კი არ არის, რომელიც მაღალ ფასს აწესებს, არამედ კონკურენციაა და ბიზნესი ვითარდება. ეს მათთვის მიუღებელია, რადგან დღევანდელ ვითარებაში ისინი ძალიან კარგად გრძნობენ თავს, რადგან ეკონომიკა მხოლოდ მათთვის მუშაობს, ფაქტობრივად, ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ აქვთ ქცეული, ხალხის გაჭირვება არ აწუხებთ. ევროკავშირი ეუბნება, რომ შენ თუ ევროკავშირი გინდა, სასამართლო ასეთი არ უნდა იყოს, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს, კორუფცია არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი მიუღებელია "ოცნებისთვის", - ამბობს ვაშაძე.

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი მეორედ დაინიცირდა. კანონპროექტზე მსჯელობა კი პარლამენტში პარასკევიდან დაიწყება

ბიუროს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები სამთავრობო გუნდთან - აინტერესებდათ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.

მსგავსი სიახლეები