„არჩევანი ეს არის: ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან რუსეთი“ - პრეზიდენტი

09.04.24 16:05
„არჩევანი ეს არის: ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან რუსეთი“ - პრეზიდენტი

 არჩევანი საქართველოსთვის ესაა, ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან რუსეთი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მედიას განუცხადა. 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ 8 აპრილს რუსული კანონის პარლამენტში ბიუროზე გატანა ხელისუფლების „დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია.“

ჟურნალისტების კითხვაზე, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, პრეზიდენტმა ვრცლად საუბარი არ ისურვა: 

მე არ ვიცი რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება, მაგრამ აქ მთავარი არის ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა, გვინდა ის რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს, არჩევანი საქართველოსთვის ეს არის, ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ვიცით რა გვინდა". 

მსგავსი სიახლეები