კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა (ფოტოკოლაჟი)
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა. ამ წუთებში საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებს უსმენენ აქციის მონაწილეები.
პარლამენტის წინ დამოუკიდებლობის აქტი მარტის აქციების მონაწილემ, ქალმა ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხიამ წაიკითხა.
თავისუფლების მარში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილია - არა რუსეთს და არა რუსულ კანონს. დღევანდელ აქციას უერთდებიან მოქალაქეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, მწერლები, ექიმები, სასულიერო პირები, მსახიობები, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, კინემატოგრაფისტები.

როგორც "პირველებთან" აქციის მონაწილეები ამბობენ, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ რუსეთის იმპერიალისტურ განზრახვებთან უწევთ ბრძოლა.
აქციის მონაწილეები "ქართულ ოცნებას" ეუბნებიან, მოისმინოს ხალხის ნება და უარი თქვას რუსული კანონის დამტკიცებაზე.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - რესპუბლიკის მოედანზე თავისუფლების მარში დაიწყო