მოუწევთ უკან დახევა, აუცილებლად - კახა კინწურაშვილი

09.04.24 20:08
მოუწევთ უკან დახევა, აუცილებლად - კახა კინწურაშვილი

„მოუწევთ უკან დახევა, აუცილებლად“ - ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე მისულმა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა „პირველებთან“ ისაუბრა.

კინწურაშვილი რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას კრიტიკულად აფასებს და განმარტავს, რატომ იმყოფება პარლამენტთან აქციაზე.

როგორც კახა კინწურაშვილი ამბობს, ის ითხოვს ყოფილი და მოქმედი პრემიერების მიერ დადებული პირობის შესრულებას, რომ რუსული კანონი განხილვაში აღარ დაბრუნდებოდა.

პირობის შესრულება, რაც შარშან დაიდო, რაც დადო პრემიერმა და დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმაც, ამ პირობის შესრულება“ - ამბობს კახა კინწურაშვილი.
 

თავისუფლების მარში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილია - არა რუსეთს და არა რუსულ კანონს. დღევანდელ აქციას უერთდებიან მოქალაქეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, მწერლები, ექიმები, სასულიერო პირები, მსახიობები, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, კინემატოგრაფისტები.

როგორც "პირველებთან" აქციის მონაწილეები ამბობენ, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ რუსეთის იმპერიალისტურ განზრახვებთან უწევთ ბრძოლა.

აქციის მონაწილეები "ქართულ ოცნებას" ეუბნებიან, მოისმინოს ხალხის ნება და უარი თქვას რუსული კანონის დამტკიცებაზე.

დაანონსდა მომდევნო აქცია ორშაბათს, სწორედ იმ დღეს, როცა "ოცნება" რუსული კანონის საკომიტეტო განხილვას იწყებს.

 

მსგავსი სიახლეები