"კი ევროპას - არა რუსულ კანონს"! - ორშაბათს რუსული კანონის განხილვის დაწყების დღეს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

09.04.24 19:45
"კი ევროპას - არა რუსულ კანონს"! - ორშაბათს რუსული კანონის განხილვის დაწყების დღეს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

"კი ევროპას - არა რუსულ კანონს"!  - ორშაბათს, 15 აპრილს, როდესაც "ქართული ოცნება" რუსული კანონის ხელმეორედ განხილვას დაიწყებს, პარლამენტთან აქცია გაიმართება. 

იურიდიული კომიტეტის სხდომა ორშაბათს 10:00 საათზე იწყება - ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზეა ასახული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგში სამი საკითხზე მსჯელობაა განსაზღვრული, მესამე საკითხად წერია რუსულ კანონზე მსჯელობა.

ახალი აქცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო მარშზე დაანონსდა.

რუსული კანონის განხილვას საქართველოს პარლამენტი ორშაბათს, იურიდიულ კომიტეტზე იწყებს. 

თავისუფლების მარში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილია - არა რუსეთს და არა რუსულ კანონს. დღევანდელ აქციას უერთდებიან მოქალაქეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, მწერლები, ექიმები, სასულიერო პირები, მსახიობები, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, კინემატოგრაფისტები.

როგორც "პირველებთან" აქციის მონაწილეები ამბობენ, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ რუსეთის იმპერიალისტურ განზრახვებთან უწევთ ბრძოლა.

აქციის მონაწილეები "ქართულ ოცნებას" ეუბნებიან, მოისმინოს ხალხის ნება და უარი თქვას რუსული კანონის დამტკიცებაზე.

"რუსული კანონით ბუდუს სახლში ვერ შევალთ" - რა ბანერებით არიან ახალგაზრდები აქციაზე (ფოტოები)

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა (ფოტოკოლაჟი)

„ზღაპრის ბოლო კეთილია“, "რუსულ ჭაობში საქმე არ გვაქვს" - რა გზავნილი აქვთ თავისუფლების მარშში მონაწილეებს

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - რესპუბლიკის მოედანზე თავისუფლების მარში დაიწყო
 

 



 

მსგავსი სიახლეები