"რუსული კანონით ბუდუს სახლში ვერ შევალთ" - რა ბანერებით არიან ახალგაზრდები აქციაზე (ფოტოები)
"რუსული კანონით ბუდუს სახლში ვერ შევალთ," "ზღაპრის ბოლოს არ ჩაგაშხამებინებთ", " არა რუსულ კანონს", "რუსული არაფერი არ გვინდა" - ამ წარწერებით ჰქონდათ აქციის მონაწილეებს ბანერები გამზადებული.
პარლამენტის წინ აქცია გრძელდება, სადაც რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას აპროტესტებენ.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ამ სლოგანით მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტის წინ გადაინაცვლა.

დღევანდელ აქციას უერთდებიან მოქალაქეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, მწერლები, ექიმები, სასულიერო პირები, მსახიობები, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, კინემატოგრაფისტები.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - რესპუბლიკის მოედანზე თავისუფლების მარში დაიწყო