აუსტრევიჩუსი თავისუფლების მარშზე: ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები

09.04.24 21:53
აუსტრევიჩუსი თავისუფლების მარშზე: ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები

"ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები!" - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში ჩატარებულ თავისუფლების მარშს, სადაც მოქალაქეები რუსული კანონის ხელახლა დაბრუნებას აპროტესტებდნენ.

ვულოცავ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას იყვნენ ევროპელები!” , - წერს აუსტრევიჩუსი.

თბილისში, "თავისუფლების მარში" რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!".

დაანონსდა მომდევნო აქცია ორშაბათს, სწორედ იმ დღეს, როცა "ოცნება" რუსული კანონის საკომიტეტო განხილვას იწყებს.

მსგავსი სიახლეები