შს მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა

15.03.21 16:07
შს მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა  მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს. პრემიერმინისტრმა ამ თანამდებობაზე ალექსანდრე დარახველიძე დანიშნა.

ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.