"ამაზე დიდი სიდებილე არ ვიცი" - "ოცნება" დასავლეთის კრიტიკას იერიშით პასუხობს
რუსულ კანონზე დასავლეთის მხრიდან კრიტიკას "ქართული ოცნება" იერიშით პასუხობს - "შეფასება, არის რუსული, ამაზე დიდი სიდებილე არ ვიცი"- თქვა მმართველი პარტიის ლიდერმა, კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დასავლეთი ფაქტობრივად "რევოლუციის დაფინანსებაში" დაადანაშაულა.
"ერთადერთი, რასაც ვისმენ, შეფასება არის რუსული. ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა, არ ვიცი. ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. კონკრეტული ევროპარლამენტარები რომ გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან, მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი იყოს მალული, რადგან ის დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ რევოლუციას, აფინანსებენ იმას, რომ პოლარიზაცია გაღრმავდეს", - ამბობს კალაძე.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.
სახლემწიფო დეპრატმენტმა არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადების შემდეგ "ოცნებას" გაეროს კრიტიკული განცხადებაც წამოეწია.
ცოტა ხნის წინ კი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასიმ "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, რომ შტატები საქართველოს წინააღდეგ სანქციების ამოქმედებას გეგმავს.