ამერიკისგან სანქცია უტოპია და უდიდესი უთავმოყვარეობაა - მდინარაძე

10.04.24 15:25
ამერიკისგან სანქცია უტოპია და უდიდესი უთავმოყვარეობაა - მდინარაძე

"ოცნება" მოსალოდნელი სანქციების მოლოდინში -  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ რუსულ კანონში ერთ პუნქტიც კი არ არის რუსულის ანალოგი.

მდინარაძე ირწმუნება, რომ კანონპროექტი  ევროპულისა და ამერიკულის მსგავსია და ამერიკისგან სანქციაზე საუბარი უტოპია და უდიდესი უთავმოყვარეობაა.

ამერიკისგან სანქცია იმასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც უფრო მკაცრი მიდგომა აქვს თავად ამერიკელებს, არის უტოპია და მეორე, რაც შეეხება იმას, ვინც სანქციებზე ლაპარაკობს, უდიდესი უთავმოყვარეობაა. აქ ეროვნულზე აღარაა ლაპარაკი, უბრალოდ, ელემენტალური თავმოყვარეობის უქონლობა ჰქვია, რომ ამერიკიდან სანქციებზე ვილაპარაკოთ, ილაპარაკოს ადამიანმა, რაც არ უნდა ნაცი იყო, იმისათვის, რაც ამერიკაში უფრო მკაცრად მოქმედებს. 

თუ ვინმე, ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და სხვაგან, ევროპულსა და ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან. რაც გნებავთ ის ვქნათ" - განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.

სახლემწიფო დეპრატმენტმა არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადების შემდეგ "ოცნებას" გაეროს კრიტიკული განცხადებაც წამოეწია.

ცოტა ხნის წინ კი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასიმ "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, რომ შტატები საქართველოს წინააღდეგ სანქციების ამოქმედებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები