შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა დადგეს - დეკანოიძე შტატების უმწვავეს განცხადებაზე

10.04.24 16:11
შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა დადგეს - დეკანოიძე შტატების უმწვავეს განცხადებაზე

უმწვავესი გზავნილები შტატებიდან - "ევროოპტიმისტების" ლიდერი ხატია დეკანოიძე შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, ასევე შეიძლება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რომლებიც რუსულ კანონს თავგამოდებით იცავენ.

ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს კონკრეტულად მინიშნებას უკვე მეხუთე განცხადებით და ეს მინიშნება არის შემდეგი, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. ეს შეიძლება, იყო ბიძინა ივანიშვილი, უმრავლესობის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც თავგამოდებით იცავენ ამ კანონმდებლობას და ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდიან", - ამბობს დეკანოიძე.

პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.

სახლემწიფო დეპრატმენტმა არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადების შემდეგ "ოცნებას" გაეროს კრიტიკული განცხადებაც წამოეწია.

ცოტა ხნის წინ კი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასიმ "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, რომ შტატები საქართველოს წინააღდეგ სანქციების ამოქმედებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები