"პრომო ბიჭუნა" - გახარიას პასუხი კალაძეს

10.04.24 15:54
"პრომო ბიჭუნა" - გახარიას პასუხი კალაძეს

ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად - ასე პასუხობს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია დედაქალაქის მერს, რომელმაც დღეს იერიში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამაზე მიიტანა და როინ ქოჩორაშვილი "ნაცად, გახარიას გუნდის" წევრად მოიხსენია. 

კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ - წერს გახარია "ქართული ოცნების" ლიდერის საპასუხოდ.

ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია.

ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად.

ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ.

კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ", - წერს გახარია.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული სპორტსმენის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა "ნაცად" გამოაცხადა და გახარიას გუნდის წევრად შერაცხა.

კახა კალაძეს განცხადებას კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ.

მსგავსი სიახლეები