"უნამუსო მთავრობა" - ინტერვიუ მსახიობთან, რომელმაც რუსული კანონი სცენიდან გააპროტესტა

10.04.24 17:28
"უნამუსო მთავრობა" - ინტერვიუ მსახიობთან, რომელმაც რუსული კანონი სცენიდან გააპროტესტა

 

 

ინტერვიუ მსახიობთან, რომელმაც რუსული კანონი პირდაპირ სცენიდან გააპროტესტა - დავით ბუშიტაიშვილი ხელისუფლებას პასუხობს, რომელმაც ის არაპროფესიონალად მოიხსენია და ურჩია, პოლიტიკაში არ ჩაერიოს. მსახიობი მოქმედ ხელისუფლებას "უნამუსოს" უწოდებს და ამბობს, რომ მას არ ენდობა, ამიტომ არც მათი კანონია მისთვის მისაღები.

დავით ბუშიტაიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მთავრობამ კანონი ერთი კაცის ახირების გამო შეცვალა, რაც დაუშვებელია. 

პროფესიონალი ვარ უკვე მაგათ ყურებაში, 12 წელია მაგათ ვუყურებ და ცუდის მეტი არაფერი მინახავს. დაწყებული პირველი დღეებიდან მმართველობის ქამრების შემოჭერის პოლიტიკით და ყველაფერი მახსოვს აბსოლუტურად, გაგრძელეული საყდრისის აფეთქებით, პრეზიდენტის არჩევის უფლება რომ წაგვართვეს, ეგ როგორ გავმაზეთ, მაგაზე აზრზე ვერ მოვდივარ, მაგ დროს როგორ არ გამოვედით ყველა. ახლა მთლად სახლში შემოვიდნენ. ვერ ვენდობი, უბრალოდ, ამ მთავრობას და რა კანონსაც არ უნდა იღებდნენ, ყველაფრის წინააღმდეგი ვიქნები იმიტომ, რომ უნამუსო მთავრობაა. ალბათ ფარცხალაძე ჰყავთ კიდევ, რუსები რომ ჰყავთ, ეს ხომ ვიცით და რამდენი არ ვიცით კიდევ. იქ რაღაც ერთი კაცის გამო შეცვალეს მთელი კანონი, ერთი კაცის გამო, რანაირად უნდა ვენდო მაგათ ან რაში მაინტერესებს რა წერია შიგნით? რა გამჭვირვალეობაზე საუბარია, რომდესაც თვითონ მაგათი საქმიანობაა გაუმჭვირვალე? კი, რა თქმა უნად, ეგეთი კანონი უნდა არსებობდეს ქვეყანაში, ოღონდ უნდა არსებობდეს ისეთი მთავრობის პირობებში, რომელსაც ვენდობი. მე ამ მთავრობას არ ვენდობი, - ამბობს მსახიობი. 

მსგავსი სიახლეები