ღარიბაშვილი პრობლემებით სავსე ხელებით გაემგზავრა - ბადრი ჯაფარიძე

15.03.21 16:25
ღარიბაშვილი პრობლემებით სავსე ხელებით გაემგზავრა -  ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის მოლაპარაკებებს აფასებს და ამბობს, რომ დიალოგის პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მოლაპარაკების პროცესის პარალელურად ღარიბაშვილი ბრიუსელში  უამრავი პრობლემით წავიდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან ისაუბრა. 

რაც შეეხება ბრიუსელში სავსე ხელებით წასვლას, მე ვეთანხმები "ქართულ ოცნებას", მართლაც სავსე ხელებით გაემგზავრა ოღონდ პრობლემებით სავსე ხელებით იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით პრობლემა გვაქვს. პრობლემების შეკვრა, რაც წაიღო ღარიბაშვილმა ბრიუსელში არ გვაძლევს  ქვეყანას სიამაყის საფუძველს, გვყავს პოლიტპატიმრები, გვაქვს ეკონომიკური პრობლემები, საარჩევნო პრობლემები, ყველა მიმართულებით პრობლემებში ვართ ჩაძირული - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.