ლაშა ბუღაძე მდინარაძეს: ამორალურო მატყუარავ
ამორალურო მატყუარავ, როგორ ბედავ ქართულ ენაზე სიბინძურის გავრცელებას? - ასე მიმართავს მწერალი, ლაშა ბუღაძე უმრავლესობის ლიდერს.
ბუღაძის გაღიზიანება მამუკა მდინარაძის კომენტარმა გამოიწვია, სადაც "ოცნების" ლიდერმა თქვა: "თუ ჩვენი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთო, უნდა შევწყვიტოთ?"
ლაშა ბუღაძე მდინარაძეს ისტორიას ახსენებს და იმ მძიმე დეტალებზე საუბრობს, რომელსაც მტერი სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიაზე დღესაც ახორციელებს:
ამორალურო მატყუარავ, როგორ ბედავ ქართულ ენაზე ამ სიბინძურის გავრცელებას? რუსები დღესაც უკრძალავენ გალში ქართველებს ქართულად ლაპარაკს და ნაცისტებივით ანადგურებენ ქართული ენის სახელმძღვანელოებს! აღარ ვლაპარაკობ 1978 წლის 14 აპრილზე - ქართულ ენას რომ გვართმევდა შენი პატრონი ივანიშვილის იდეოლოგიური მშობელი სუსლოვი! ან 19-ე საუკუნეში ვინ ცდილობდა ჩვენი ერის გადაგვარებას და რუსიფიკაციას?! ილია ჭავჭავაძეს ქართულად საჯარო ლაპარაკს უკრძალავდნენ რუსი ცენზორები! ვის ურეცხავ ტვინს ამ სიცრუით?! ქართული ენის მთავარი ისტორიული მტერი იყო და არის - რუსეთი!"- წერს მწერალი.