"როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერი და კმაყოფილია იმით, რაც თქვა?!" - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, დავით დოიაშვილის მიერ რუსული კანონის გაპროტესტებას წინ ბულინგი უძღოდა.
კალაძე ფიქრობს, რომ რეჟისორი ამის გამო კმაყოფილი არ არის.
"როგორ ფიქრობთ დოიაშვილი ბედნიერია და კმაყოფილია იმით, რაც თქვა?! ამას წინ უძღვოდა უდიდესი ბულინგი, დარწმუნებული ვარ". - თქვა კალაძემ.
"ქართული ონების" პროპაგანდამ შედეგი ვერ გამოიღო, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებმა პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ ამჯერად ზესტაფონში გასტროლების დროს გამოთქვეს.
სცენაზე დავით დოიაშვილი გამოვიდა, რომელმაც სპექტაკლი ფრაზით - არა რუსულ კანონს! დაასრულა, რასაც დარბაზიდან ტაში მოჰყვა.
"საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“ - ამ სიტყვებით დაამთავრეს რამდენიმე დღის წინ სპექტაკლი „მეფე ლირი“ მუსკომედიის თეატრის მსახიობებმა თბილისშიც. არტისტების ნაბიჯს მაშინაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა.