ხუნდაძე რუსული კანონის გამპროტესტებელ ხელოვანებს უცოდინარებად მოიხსენიებს

12.04.24 13:36
ხუნდაძე რუსული კანონის გამპროტესტებელ ხელოვანებს უცოდინარებად მოიხსენიებს

უმრავლესობა ხელოვანებს რუსული კანონის გაპროტესტებას ვერ პატიობს. საშიში კანონის მოწინააღმდეგე მსაიხობების, მომღერლების, მხატვრებს და მწერლების წინააღმდეგ "ოცნების" დანაყოფიც გამოვიდა. დიმიტრი ხუნდაძემ ხელოვანებს უცოდინარები უწოდა.

ხუნდაძე ამბობს, რომ ვინც რუსულ კანონს აპროტესტებს, კანონებში ვერ ერკვევა და მართულები არიან.

როდესაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ცდილობ, რომ გავლენა იქონიო, მაშინ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინო და მინიმუმ უნდა იცოდე, რას ამბობ, იმიტომ, რომ ამ ნათქვამს თავისი წონა უნდა ჰქონდეს და ეს წონადობა უნდა შეიძინოს წაკითხვით მინიმუმ და არგუმენტებით. როდესაც მასშტაბურად ასეთი კითხვა ისმევა, არავის ამაზე პასუხი არ აქვს და შენც უპასუხოდ უერთდები იმას, რაც ვიღაცამ რომ თქვა, თითქოს ეს არის მთავარი არგუმენტი", - განაცხადა ხუნდაძემ.

"ქართული ონების" პროპაგანდამ შედეგი ვერ გამოიღო, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებმა პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ ამჯერად ზესტაფონში გასტროლების დროს გამოთქვეს. 

სცენაზე დავით დოიაშვილი გამოვიდა, რომელმაც სპექტაკლი ფრაზით - არა რუსულ კანონს! დაასრულა, რასაც დარბაზიდან ტაში მოჰყვა. 

"საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“  -  ამ სიტყვებით დაამთავრეს რამდენიმე დღის წინ სპექტაკლი „მეფე ლირი“  მუსკომედიის თეატრის  მსახიობებმა თბილისშიც. არტისტების ნაბიჯს მაშინაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა. 

"ოცნების" რუსული კანონი გააპროტესტეს სახელოვნებო კომპანიაში "ღია სივრცე". მსახიობებმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ პლაკატი წარწერით "არა რუსულ კანონს" გამოიტანეს. 

 

მსგავსი სიახლეები