"მონა, არა რუსულ კანონს" - კობახიძეს ბერლინში ქართველები აქციით და შეძახილებით დახვდნენ
"მონა, არა რუსულ კანონს" - ბერლინში საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ქართველები აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეებმა ამ შეძახილებით შეაცილეს პრემიერი კობახიძე შოლცთან ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მიტანილი საპროტესტო ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.
"თავისუფლება ლაზარეს", "არა რუსულ კანონს" "აქ ვართ ჩვენი სამარცხვინო მთავრობის გამო" - ამ შინაარსის ბანერებით იყვნენ ახალგაზრდები მისულები კობახიძესთან დასახვედრად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. რამდენიმე წუთში ორი ქვეყნის ლიდერის პრესკონფერენცია უნდა დაიწყოს.
აქცია ამ შეხვედრის პარალელურად გრძელდება და მეგაფონის დახმარებით მოქალაქეები სკანდირებენ "არა რუსულ კანონს".