რატომ შემოაბრუნეს რუსული კანონი - კობახიძე შოლცთან თავს იმართლებს და ხელს NGO-ებისკენ იშვერს
რუსული კანონი იყო მთავარი სასაუბრო თემა პრემიერ ირაკლი კობახიძესა და გერმანიის კანცლერს შორის. ირაკლი კობახიძეს მოუწია შოლცის მთავარ კრიტიკულ გზავნილებზე საჯაროდ პასუხის გაცემა. პრემიერი ამტკიცებს, რომ კანონპროქტი, რომელიც მარტის აქციებიდან ერთი წლის შემდეგ ხელისუფლებამ ისევ დააბრუნა, მავნებელი არ არის.
ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ რუსულ კანონზე პირისპირ შეხვედრის დროს შოლცთან ბევრი ისაუბრა - "კანონი ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს. მე ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს."
კობახიძე შოლცთან ხელს არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ ისინი არალეგალურად ფინანსდებიან და ამტკიცებს, რომ 2020 წლის შემდეგ იყო 2 შემთხვევა, როცა ხელისუფლების ცვლილება სურდათ არა არჩევნებით, არამედ აქციებით.
რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს უცხოური გავლენების შესახებ, ის ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს. მე ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს. ეს კანონი ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ერთადერთ, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსების არასახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება, თუ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იყოს დაცული.
მას შემდეგ რაც მე დავინიშნე პრემიერმინისტრად, გადავწყვიტე, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული... აღნიშნული გარემოებების პირობებში ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის თავლსაზრისით მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ იყო 2 შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება მოხდა მათ შორის არალეგალური გზით რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად და არ არიან ეს ორგანიზაციები დაინტერესებული, რომ გამოაქვეყნონ ანგარიშები და ხელს უწყობენ პოლარიზაციას,“ - ამბობს კობახიძე.
ირაკლი კობახიძე რუსული კანონის საჭიროებას გამჭვირვალობით ხსნის და ამბობს, რომ "ოცნების" პოზიციები მყარია.
ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია, ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთ, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე.
ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების,“ - ამბობს კობახიძე.
პრემიერი კანცლერთან ამტკიცებდა, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს ასრულებს და იმედოვნებს, რომ "საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს".
მე დავუდასტურე ფედერალურ კანცლერს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ღირებულებისათვის. საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება და ისე, რომ როგორც კანცლერმა 2 წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა, ევროკავშირისა, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს და ვაკეთებთ ამას ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს, - თქვა კობახიძემ.
გერმანიაში ჩასული კობახიძე შოლცმა რუსული კანონის გამო ღიად და პირდაპირ გააკრიტიკა.