როგორც ჩანს, "ოცნება" ევროკავშირზე უარს უკვე ღიად ამბობს - ეკა გიგაური

12.04.24 17:44
როგორც ჩანს, "ოცნება" ევროკავშირზე უარს უკვე ღიად ამბობს - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართელოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციაზე უარს უკვე, ფაქტობრივად, ღიად ამბობს. მესამე სექტორის წარმომადგენელს ამის საფუძველს კახა კალაძეს დღეს გაკეთებული განცხადება აძლევს, რომელსაც მთლიანად "ქართული ოცნება" იზიარებს. 

ეკა გიგაურის თქმით, ჭვის იმის, რომ ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს, ყოველთვის არსებობდა, თუმცა ახლა "ოცნება" საკუთარ ზრახვებს უკვე აღარ მალავს. 

კალაძის განცხადება დაიდო „ქართული ოცნების“ გვერდზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანობაში პარტია ამას იზიარებს და ფაქტობრივად, როგორ ჩანს, ისინი უკვე საუბრობენ ევროკავშირის წევრობაზე უარზე. ფაქტობრივად, მათ ძალიან მკაფიოს ზგავნილი გვითხრეს ჩვენ, რომ ისინი განიხილავენ იმას, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავსირის წევრი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ზუსტად მათი მიზანი: იმიტომ იღებენ რუსულ კანონებს, იმიტომ იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმიტომ არიან ჩართულები ანტიდასავლურ პროპაგანდაში და ახლა უკვე ამას ძალიან საჯაროდ პირდაპირ გვეუბნებიან, - ამბობს ეკა გიგაური.

 "ქართული ოცნება" რუსული კანონის გაკრიტიკების გამო თავს ისევ სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის. კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ "არ უღირს არცერთი გაერთიანება, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ემსახურება".  

მსგავსი სიახლეები