"კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება" - კობახიძე რუსულ კანონზე

12.04.24 18:58
"კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება" - კობახიძე რუსულ კანონზე

გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ პრემიერი ისევ რუსული კანონის "სიკეთეებზე" საუბრობს და ამტკიცებს, რომ აღნიშნული მხოლოდ გამჭვრივალობის მინიმალური სტანდარტის დაცვას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძე ისევ ამბობს, რომ ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. 
რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქარტულ კანონს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს 6 გვერდიანი. ეს არის ბიუროკრატების ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია. ასეთ პირობებში იყველაფერი იქნება წესრიგში, - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუკი კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე რეალური ბარიერი შეექმნება, პრემიერი კონკრეტულად ვერ პასუხობს. კობახიძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ტოლობის ნიშანი გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის ვერ დაისმევა. 

ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ასე ვერ წარმოვიდგენთ, - თქვა ირაკლი კობახიძემ. 
 

ირაკლი კობახიძე იწრმუნება, რომ დისკუსიისთვის მზად არის, თუმცა მისთვის აქედანვე ცხადია, რომ კონტრარგუმენტები არ არსებობს.

ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრაარგუმენტები, ამ შემთხვევაშ ბოლომდე იქნება მიღებული კანონი და გამომინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრაარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება, - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერი რუსული კანონის გამო ღიად და პირდაპირ გაარიტიკა

მსგავსი სიახლეები