მე არ შევცვლილვარ, შეიცვალა მთავრობა, "ოცნება" - პრეზიდენტი
მე არ შევცლილვარ - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ინგა გრიგოლიას "რეაქციაში". საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, მისგან განსხვავებით, შეიცვალა, ან გამოაშკარავდა, საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია.
მისი თქმით, მთელი ცხოვრებაა საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის:
რაც არ მაქვს საზოგადოებისთვის ასახსნელი არის ის, რომ მე არ შევცვლილვარ. 72 წლის გავხდი და 60 წელი მაინც არის ის, რომ მე ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, საქართველო იყოს და დარჩეს დამოუკიდებელი, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს დამონება. არ მეგონა, რომ მე იმ პერიოდში ვიქნებოდი, როდესაც მცდელობა განახლებული მექნებოდა. მე იმისთვის ვმუშაობდი, რომ რუსული ძალები გასულიყო, რადგან ეს იყო წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ ყოფილიყო წარმატებული. მე არ შევცლილვარ. მაგრამ შეიცვალა, ან გააშკარავა, რაც იყო, მთავრობა, უმრავლესობა, ეს პარტია, რადგან ეს არის ის პარტია, რომელმაც შემოიტანა კონსტიტუციაში ევროინტეგრაცია", - ამბობს პრეზიდენტი.