გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

15.03.21 16:44
გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიასა და ისლანდიაში გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა და მუშაობას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC) აგრძელებს.

გიგიაძის წასვლას, კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი ივერი მელაშვილი მისდამი მხარდაჭერას უკავშირებს. 

გიგიაძე პირველი იყო დიპლომატებს შორის, რომელმაც ხმამაღლა გამოუცხადა მხარდაჭერა  დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას და კარტოგრაფების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აბსურდული უწოდა.