კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას - პრეზიდენტის "გამარჯვების ფორმულა" გადამწყვეტ არჩევნებზე

12.04.24 22:41
კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას - პრეზიდენტის "გამარჯვების ფორმულა" გადამწყვეტ არჩევნებზე

კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

"რეაქციისთვის" მიცემული ინტერვიუდან გაირკვა ისიც, რომ პრეზიდენტი გეგმავს პოლიტიკურ აქტორებს შესთავაზოს გაწერილი გეგმა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის თქმით, იქნება პირობა, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ერთ წელში, არჩევებამდე კი ქვეყანას მოამზადებს ტექნიკური კოალიციური მთავრობა.

“სხვა გზა არ არსებობს. სხვადასხვა ამბიციების დრო არ არსებობს. აქ უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, რაზე ვთანხმდებით” - ამბობს მეხუთე პრეზიდენტი და დასძენს, რომ "სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს”.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, რა როლი ექნება ამ პროცესში, სალომე ზურაბიშვილი ამბობს:

მე ჩემს ხმას მივცემ ამ ქოლგას და მე ვიქნები ამის გარანტია ხალხის წინაშე, ჩემი როლი იქნება გარანტიის მიცემა – პარტიების  ერთად შეკრებს, რომ შეასრულონ დაპირებები და შევიდეთ ევროპაში. სანამ არ დაინიშნება ნამდვილი არჩევნები და არ გაიხსნება მოლაპარაკებები, მე სადღაც ვიქნები”- განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი "ტვ პირველის" ეთერში ტექნიკური მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ერთადერთი დანიშნულება წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმის შესრულება იქნება.

არჩევნებამდე მივდივართ ნამდვილ არჩევნებზე ტექნიკური კოალიციური მთავრობით. ეს არ არის პოლიტიკოსების, მე ვიქნები პრემიერი, შენ იქნები პრემიერი. ეს მთავრობა იქნება ტექნიკური. მისი ერთადერთი დანიშნულება იქნება, რომ შეასრულოს სამოქმედო გეგმა. პარლამენტიდან, რომელიც პარლამენტად გადაიქცევა და კონტროლის საშუალება ექნება ამ კოალიციურ მთავრობაზე...

კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას. დღეს ერთადერთი ძალა და პარტია არის "ოცნება". ერთპარტიული სისტემა არის და ამდენად, ერთი ოლიგარქია მხოლოდ. კოალიციური მთავრობა თავისთავად ნიშნავს, რომ ერთი გავლენა ვერ იქნება. კოალიციური მთავრობა ასევე ნიშნავს დეპოლარიზაციას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს", - ამბობს პრეზიდენტი.

"რეაქციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტეარვიუში სალომე ზურაბიშვილმა არც ის დამალა, რომ ოცნების თვითგამოცხადებული 60%-იანი რეიტინგის არ სჯერა.

მსგავსი სიახლეები