პრეზიდენტს ოცნების თვითგამოცხადებული 60%-იანი რეიტინგის არ სჯერა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გზავნილი გადამწყვეტი არჩევნების წინ - სალომე ზურაბიშვილი "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები რეფერენდუმია:
რა არის ჩემი გამარჯვების ფორმულა - მე არ მჯერა გაერთიანებების. მე ვყოფილვარ ასეთ გაერთიანებებში და დღეს ვერ იქნება ასეთი გაერთიანება, რადგან არ არის შეთანხმება სხვადასხვა საკითხებზე, ერთის გარდა - ევროპაზე და ევროპის გზაზე”, - თქვა პრეზიდენტმა ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ.
სალომე ზურაბიშვიმა ივანიშვილის პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა პრეზიდენტს ოცნების თვითგამოცხადებული 60%-იანი რეიტინგის არ სჯერა.
"ოცნებას" 60 კი არა, 25% თუ აქვს არ ვიცი - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და ისევ იმ პირობის შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი თქმით, პროდასავლურმა აქტორებმა ამომრჩეველს უნდა მისცეს.
-
"რეაქციისთვის" მიცემული ინტერვიუდან გაირკვა ისიც, რომ პრეზიდენტი გეგმავს პოლიტიკურ აქტორებს შესთავაზოს გაწერილი გეგმა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის თქმით, იქნება პირობა, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ერთ წელში, არჩევებამდე კი ქვეყანას მოამზადებს ტექნიკური კოალიციური მთავრობა.
უნდა დავდოთ პირობა, რომ ერთ წელში ჩატარდება შემდეგი არჩევნები, რადგან ეს არჩევნები ვერ იქნება მთლიანად თავისუფალი არჩევნები. ეს იქნება რეალურად რეფერენდუმი ევროპაზე, სადაც მე არ ვირჩევ, კი ვირჩევ, გემოვნების მიხედვით ერთ პოლუსს, ან მეორე პოლუსს” - თქვა ზურაბიშვილმა.