როდის დატოვებს ლაზარე საპატიმროს

12.04.24 23:16
როდის დატოვებს ლაზარე საპატიმროს

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად როდის დატოვებს ციხეს ლაზარე გრიგორიადისი, რომლის შეწყალების გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში დააანონსა

არ არის გამორიცხული, რომ მარტის აქციების მონაწილემ საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე საათში, ხვალ დატოვოს, თუ პენიტენციურში პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტი შევა. 

რაც ამ დროისთვის ცნობილია, პრეზიდენტს ჯერ ხელი არ აქვს მოწერილი ოფიციალურ დოკუმენტზე, შეწყალების აქტზე, რომლის გამოცემის შემდეგაც პენიტენციურმა უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პატიმარი. 

მსგავსი სიახლეები