იდგება თუ არა რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე ლაზარე - რას ამბობენ აქტივისტის ოჯახში?
ლაზარე გრიგორიადისი ორშაბათს, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდდება - მსგავ ვარაუდს მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის ბაბუა გამოთქვამს.
გია კალანდაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა შემობრუნების გამო ლაზარე "ძალიან გაბრაზებულია".
მაქვს მოლოდინი, რომ ლაზარე ორშაბათს აქციაზე იყოს. მასთან მქონდა საუბარი და ბოლოს რომ შევხვდი ნახევარი საათი ამაზე ისაუბრა. გაბრაზებულია ძალიან"- თქვა კალანდაძემ.
ლაზარეს ბაბუა იმ მომენტს იხსენებს, როცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "ტვ პირველის" ეთერიდან დააანონსა.
მარტო ვიყავი სახლში. ვიცოდი, რომ ინგა გრიგოლია უნდა შეხვედროდა დღეს ჩვენს პრეზიდენტს. ჩავრთე ტელევიზორი და რომ გამოაცხადა ლაზარეს გავათავისუფლებო, არ ვიცი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლაც ეიფორიაში ვარ. ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობებს, რაც ახლა მაქვს. ძალიან გახარებული ვარ. მინდა, მადლობა მოვუხადო ქალბატონ სალომეს, რომ გაითვალისწინა ლაზარეს მდგომარეობა, ლაზარეს უდანაშაულობას გაეცნო და გამოიტანა ეს ვერდიქტი", - ამბობს ლაზარეს ბაბუა.
15 აპრილი 10:00 საათი - მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ემზადებიან. ორშაბათს, იმ დროს, როცა საკანონდემბლო ორგანოში "ოცნება" საფრთხის შემცველი კანონის განხილვას თავიდან დაიწყებს, ქუჩიდან ამავე კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები მმართველ პარტიას შეახსენებენ, რომ მათი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი.