კოალიციური მთავრობის ინიციატივა - რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ "გამარჯვების ფორმულას"

13.04.24 13:52
კოალიციური მთავრობის ინიციატივა - რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ "გამარჯვების ფორმულას"

პრეზიდენტის დაანონსებული გამარჯვების ფორმულა ოპოზიციის განხილვის მთავარი თემაა. პროდასავლური პარტიები, ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმებიან და მისგან შემდგომ ნაბიჯებს ელოდებიან. 

ნიკა მელია "პირველებთან" აცხადებს, რომ პარტია "ახალი" არათუ მხარს დაუჭერს პრეზიდენტის ამ გეგმას, არამედ მიიღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას ამ პროცესშიც.

ქალბატონი ზურაბიშვილი ძალიან მართებულად აღნიშნავს, რომ ყველა ყალბი გაერთიანება, ყველა ყალბი ერთობა არის კონტრპროდუქტიული და ეს მას თავად უნახავს პირადად როგორც პოლიტიკოსს. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ, პარლამენტში მოხვედრაზე ფიქრობენ, ეს მან განაცხადა. რაც შეეხება რეალურ გეგმას, რომელიც მოემსახურება ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიანად ჩანაცვლებას დემოკრატიული ძალებით, რა თქმა უნდა, ასეთი გეგმის არსებობის პირობებში, პარტია "ახალი" არათუ მხარს დაუჭერს ამ გეგმას, არამედ მიიღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას ამ პროცესში", - ამბობს მელია.

პრეზიდენტის დაანონსებულ ინიციატივას მიესალმება პარტია "ლელოც". ანა ნაცვლიშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციასტან საბრძოლველად დაბალანსებული პოლიტიკური ფორმულა სჭირდება.     

დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომლის გარეშეც მოლაპარაკებები წევრობაზე ვერ დაიწყება, ამიტომ მექანიზმი ამ დეოლიგარქიზაციის ნამდვილად არის ის, რომ ერთი კაცის პარტია, ერთპარტიული კონტროლი ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე დასრულდეს. ამას სჭირდება დაბალანსებული პოლიტიკური ფორმულა და  არა ერთი პარტიის რომელიმე სხვა ერთი პარტიით და ოლიგარქით ჩანაცვლება", - ამბობს ნაცვლიშვილი.

კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

ინგა გრიგოლიასთავის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუდან გაირკვა ისიც, რომ პრეზიდენტი გეგმავს პოლიტიკურ აქტორებს შესთავაზოს გაწერილი გეგმა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის თქმით, იქნება პირობა, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ერთ წელში, არჩევებამდე კი ქვეყანას მოამზადებს ტექნიკური კოალიციური მთავრობა.

მსგავსი სიახლეები