ღარიბაშვილების საეჭვო გამდიდრება - ექსპრემიერი თავისუფალ მედიას ემუქრება

13.04.24 14:31
ღარიბაშვილების საეჭვო გამდიდრება - ექსპრემიერი თავისუფალ მედიას ემუქრება

ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ოჯახის საეჭვოდ გამდიდრების შესახებ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, დღესაც ამტკიცებს, რომ ის მდიდარი ოჯახის შვილია.

ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ ყველა ვინც მისი ოჯახის გამდიდრებაზე კითხვებს სვამს, "მიზანმიმართულ კამპანიას ატარებს".

ოცნების თავმჯდომარე, მისი ოჯახის გამდიდრებაზე არსებულ კითხვებს არ პასუხოს, თუმცა ამბობს, რომ მედიას, რომელიც ამ საკითხს იძიებს, სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა.

"ჩემი ოჯახის ადვოკატი გაგცემთ პასუხს" - უთხრა ჟურნალისტს ყოფილმა პრემიერმა.

მეუხერხულება ამ საკითხებზე საუბარი. ყველამ ყველაფერი კარგად იცის ის, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანიამ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელის დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს არახალია. იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა თქვენმა ხელისუფლებამ. რომ არ მოგვეგო, ამ კაცს მოკლავდნენ, მე დამიჭერდნენ. პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ჩემ წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია იწარმოება. ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა. იცით, რომ როდესაც რაღაც პერიოდი პოლიტიკაში აღარ ვიყავი, ეს კამპანია მაინც გრძელდებოდა. დავბრუნდი პოლიტიკაში და გაგრძელდა. აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი და მაინც გრძელდება კამპანია. ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ, ეს კამპანია არ მუშაობს, რადგან ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, ასე რომ ყველა კითხვაზე არის გაცემული და თუ რაიმე კითხვა იქნება ამაზე ჩემი ოჯახის ადვოკატი გასცემს პასუხის და მოგიწევთ თქვენ პასუხის გაცემა სასამართლოში", - ამბობს ღარიბაშვილი.

"შაბათის ეთერმა" ირაკლი ღარიბაშვილის მამის ტრანსნაციონალური ბიზნესი აღმოაჩინა. გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მამამ ფრანგულ კომპანიას საკუთარი ღვინის საწარმო წელიწადში ორ მილიონ ლარად ათი წლით მიაქირავა. 

საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები