უმწვავესი გზავნილები შტატებიდან - ღარიბაშვილი ისევ "კლანს" იცავს და მტკიცებულებებს ითხოვს

13.04.24 14:45
უმწვავესი გზავნილები შტატებიდან - ღარიბაშვილი ისევ "კლანს" იცავს და მტკიცებულებებს ითხოვს

მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში და კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი შტატებიდან წამოსულ მწვავე გზავნილს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ღარიბაშვილი ამერიკისგან კვლავ მტკიცებულებებს ითხოვს.

მოსამართლეების საკითხზე ბევრი განცხადება გამიკეთებია. იცით, რომ ჯერ კიდევ ჩემი პრემიერობის დროს საჯაროდ გამოვუცხადე მხარდაჭერა ჩვენს მოსამართლეებს. მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა, მცდელობა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობაში. მითუმეტეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება. მე მგონი, ეს საყოველთაოდ აღიარებული აზრია, რომ თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, ეს გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ ასეთი მტკიცებულება არ არსებობს და ჩვენ არანაირი მტკიცებულება არ მიგვიღია ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ამაზე საუბარი უნდა შეწყდეს. სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა არის ანტიდემოკრატიული, დაუშვებელი, ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ამ საკითხებზე ჩვენი დისკუსია შეწყდეს", - ამბობს ღარიბაშვილი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებიდან ერთი წლის თავზე ვაშინგტონი თბილისს ისევ აფრთხილებს.

შტატებიდან "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, სანქცირებული მოსამართლეების საქმეები გამოიძიონ და სასამართლო სისტემაში რეფორმები გაატარონ.

 

მსგავსი სიახლეები