ზურაბიშვილის გადაწყვეტილება "ნაცურია" - მდინარაძე ლაზარეს შეწყალებაზე

13.04.24 14:41
ზურაბიშვილის გადაწყვეტილება "ნაცურია" - მდინარაძე ლაზარეს შეწყალებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ახალგაზრდა ბიჭის შეწყალებასთან დაკავშირებით, "ნაცურს" უწოდებს.

"პოლიციასა და მამაზე ძალადობაში მხილებული ადამიანი შეიწყალა", - ამბობს მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს და ამატებს, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური მრწამსიდან გამომდინარე მიიღო.

უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ, ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე გრიგორიადისი]. პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციაზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა. გაიხსენეთ, მის შეწყალებულთა სია და ამით უკვე დასკვნები მარტივად გამოსატანია“, - განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "TV პირველის" ეთერში დააანონსა: "ლაზარეს შეწყალება დილის 10 საათზე გადავწყვიტე" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას ეთერში. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 7-9 მარტის აქციების შედეგად დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

მსგავსი სიახლეები