"მივიღეთ პასუხი, გამოძიება დაიწყეთო" - მდინარაძე ამბობს, რომ შტატებს მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა სთხოვეს
"მივიღეთ პასუხი, გამოძიება დაიწყეთო" - უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შტატებს მოსამართეებისთვის სანქციების მოხსნა სთხოვეს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მათ სტრატეგიულ პარტნიორს მტკიცებულებების წარმოდგენაც მოსთხოვეს, თუმცა ამ დრომდე შტატებისგან ვერცერთი მტკიცებულება ვერ მიიღეს.
„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გვქონდა მათ მიმართ თხოვნა, რომ მოეხნას სანქციები ჩვენ მოსამართლეებს იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ კითხვაზე, თხოვნაზე და თუნდაც ჩვენ მოთხოვნაზე, რომ უსამართლო სანქციები მოეხსნათ ქართველ მოსამართლეებს, ჩვენი მეგობრისგან მივიღეთ პასუხი, რომ გამოძიება დაიწყეთო. ჩვენ მათ ასევე ვთხოვეთ, რომ მტკიცებულებები წარმოედგინათ, არცერთი მტკიცებულება არ არის და მტკიცებულების გარეშე გამოძიების დაწყება არ არის დემოკრატიული სტანდარტი. არც აშშ-სთვის მითუმეტეს, არც ევროპისთვის და არც საქართველოსთვის. როგორც ამერიკელებს,ასევ ევროპელებს და ქართველებს გვაქვს საერთო ღირებულება- მტკიცებულებების გარეშე გამოძიებას არცერთი ქვეყანა არ იწყებს“, -განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე შტატებისგან არა მარტო მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს, არამედ ბოდიშის მოხდასაც.
მოუხსნან სანქციები, პირიქით, ჩვენ მათ გაღმა ვედავებით ამ დისკუსიაში, ან მოუხსნან სანქციები,ასევე ბოდიში მოუხადონ ლაშა ჩხიკვაძეს, რომელსაც ოჯახის წევრებიც კი, ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაუგდეთ ისე, რომ საექიმო დახმარება დასჭირდა იმ ხალხს და მეორე შემთხვევაში, თუ ეს ასე აღარ უნდა გააკეთონ მათ, მაშინ მოგვცენ მტკიცებულებები, რის საფუძველზე დაასანქცირეს ეს ხალხი და გამოიძიებს ქართული მართლმსაჯულება“, - განაცხადა მდინარაძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებიდან ერთი წლის თავზე ვაშინგტონი თბილისს ისევ აფრთხილებს.
შტატებიდან "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, სანქცირებული მოსამართლეების საქმეები გამოიძიონ და სასამართლო სისტემაში რეფორმები გაატარონ.