სკანდალური ჩანაწერი - ია ხალვაში თავის მართლების რეჟიმშია

14.04.24 12:24
სკანდალური ჩანაწერი - ია ხალვაში თავის მართლების რეჟიმშია

ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა. შაბათის ეთერში გასაჯაროებული სკანდალური აუდიოჩანაწერის შემდეგ ია ხალვაში ამტკიცებს, რომ მას ცილს სწამებენ და ჩანაწერში მისი ხმა არ ისმის.

აბა, ერთი, ვის ვავალებ, მითხარით. პირველი, რაც გავაზიარე მე, ეგ ჩემი სუბიექტური აზრია. მოიწონეს, გააზიარეს. არ მრცხვენია, ტქვენ არ გრცხვენიათ. არავინ არ მავალებს და არც არავისთვის არ მიმიცია მითითებები. ჩამოგდეთ ჩათ, სად ვაძლევ მითითებებს. არ ვცხოვრობთ და არ ვმუშაობთ ისე, რომ ვიღაცეებს რაღაცეებს ვავალდებულებდეთ, - ამბობს ია ხალვაში. 

ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელი აღმრზდელების იძულებაშია მხილებული. "შაბათის ეთერმა" მოიპოვა სკანდალური ჩანაწერი, სადაც ია ხალვაში ბაღის აღმზრდელებს რუსულ კანონის მხარდაჭერას აიძულებს. 

ჩანაწერის მიხედვით, ია ხალვაში ბაღების ყველა თანამშრომლისგან ქარდების სოციალურ ქსელში გაზიარებას მოითხოვს. მეტიც, საჯარო მოხელე ამტკიცებს, რომ დააკვირდება, ვინ, როგორ შეასრულებს მის მიერ გაცემული დირექტივა.

 

მსგავსი სიახლეები