ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა - შოლცი

14.04.24 14:39
ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა - შოლცი

გერმანიის კანცლერი ისრაელზე ირანის თავდასხმას გაუმართლებელს და უპასუხისმგებლოს უწოდებს. ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანი რეგიონში ესკალაციის რისკს ქმნის, რაც დაუშვებელია. 

ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა, რომელიც ირანმა წუხელ განახორციელა, გაუმართლებელი და უაღრესად უპასუხისმგებლოა. ირანი რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. გერმანია ისრაელის გვერდით დგას და განვიხილავთ სიტუაციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, - წერს ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, რომ ირანმა ისრაელს დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.  

მსგავსი სიახლეები