რუსული კანონი არ უნდა მივაღებინოთ! - გელა მთივლიშვილი

15.04.24 10:56
რუსული კანონი არ უნდა მივაღებინოთ! - გელა მთივლიშვილი

რუსული კანონი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაღებინოთ, - ამის შესახებ "მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი საუბრობს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან იმყოფება. ჟურნალისტი ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს, თავისუფალი მედიის და არასამთავრობოების გაქრობას ემსახურება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას. მისი თქმით, "ოცნებას" ჯერ საშიში კანონი არ მიუღია, თუმცა უკვე მის გახორციელებაზე გადავიდა. 

ჩვენ არ უნდა მივაღებინოთ ეს კანონი არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ როგორც ერთხელ ვთქვით, ეს ერის მხრივ გამოიწვევს საქართველოში კრიტიკული მედიისა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციების  გაქრობას, მეორე მხრივ, ეს დაგვაშორებს ყველანაირ ევროკავშირს და ევროინტეგრაციას. ახლა კომიტეტის სხდომაა პარლამენტის შენობაში, სადაც ონლაინ მედიის ჟურნალისტები არ შეგვიშვეს ანუ ჯერ არც კანონი მიუღიათ, საერთოდ განხილვის პროცესშია, არც აგენტი დაურქმევიათ და უკვე პოლიციის გაძლიერებული რაზმები ჩაგვიყენეს. დილით სანამ პარლამენტთან მოვიდოდი, ვნახე, რომ სუსი ეზო სპეცრაზმით არის სავსე. ანუ უკვე იმას ახორციელებნ, რაც არ მიუღიათ. რატომ არ უნდა ვიყო კომიტეტის სხომაზე, როცა რუსული კანონი პირველ რიგშ, ჩვენ გვეხება, ხომ უნდა მოისმინონ და გაიგონ რას ვფიქრობთ და რას გვიშებიან, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად გაიმართება.

მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

მსგავსი სიახლეები