რუსული კანონის მიღება ქვეყნის ინტერესების ღალატია - თინა ბოკუჩავა
ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ რუსული კნაონის მირება ქვეყნის ინტერესების ღალატია. ოპოზიციიის წევრის თქმით, სწორედ ამიტომ ეშინია ხელისუფლებას საკომიტეტო სხდომაზე კამერების დაშვების, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიცია შეეცდება საზოგადოებას კომიტეტის სხომის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდოს.
სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც იცით, არ დაუშვეს, რადგან ძალიან ეშინიათ. ბუნებრივია, ძალიან რთულია „რუსული კანონის“ მიღება. ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია რატომ ეშინიათ მათ შორის კამერების ყოფნა დარბაზში, თუმცა ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ საზოგადოებამ კომიტეტის მიმდინარეობისას ინფორმირებული იყოს ყველაფერზე, რაც შიგნით ხდება. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კანონი არ მიიღონ, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.
პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.
მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.