კომიტეტის სხდომის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან ჩაკეტვა სიმართლეს ვერ შეცვლის - ბოკუჩავა "ოცნებას"

15.04.24 11:32
კომიტეტის სხდომის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან ჩაკეტვა სიმართლეს ვერ შეცვლის - ბოკუჩავა "ოცნებას"

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ "ოცნება" რუსული კანონის განხილვაზე კონკრეტული მედიასაშუალებების არდაშვების გამო გააკრიტიკა. ოპოზიციის წევრის თქმით, კომიტეტის სხდომის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან ჩაკეტვა სიმართლეს ვერ შეცვლის.

საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს, რომ თქვენ ძალიან ბევრ მედია ორგანიზაციას, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, როლებსაც უშუალოდ ეხებათ კანონპროექტი, სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცით. წარმოდგენილი არ არის “ინტერპრესნიუსი“ - ნათია ინაური, რომელიც თქვენზე და ჩემზე დიდი ხანია ამ პარლამენტში მუშაობს, იმის მიუხედავად, რომ მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. წარმოდგენილი არ არის “რადიო თავისუფლება. კომიტეტის სხდომის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან ჩაკეტვა სიმართლეს ვერ შეცვლის, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.

მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

 

მსგავსი სიახლეები