სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში

15.04.24 11:51
სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში

„ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება პარლამენტში იყოს” - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ონლაინმედიების აკრედიტებული ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა ipn-ს ცნობით. 

რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ.

მსგავსი სიახლეები